ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16x9 Image

ზაზა წულაძე

2010 წლის მაისიდან ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ჟურნალისტია.

ჟურნალისტური განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიული კარიერა დაიწყო 1993 წელს, ყოველკვირეულ გაზეთ „7 დღეში“.

სხვადასხვა დროს იყო: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის სტაჟიორი,   "საქართველოს გაზეთისა" და "24 საათის" ჟურნალისტი; საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ანალიტიკური  პროგრამა „7 დღის“ მთავარი პროდიუსერი, ტელეკომპანია „იმედზე“:  საკვირაო-ანალიტიკური პროგრამა „დროებას“ ჟურნალისტი და საკვირაო გადაცემა „პანორამას“ პროდიუსერი;

2010-13 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სტუდია GNS-ის  გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ მთავარ პროდიუსერად. თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. როგორიცაა IWRP, NED, PA PRESS და UEFA

მუშაობდა ეთნო, რელიგიურ და სამხედრო კონფლიქტების თემებზე, მსოფლიოს ცხელ წერტილებში: აფხაზეთში, პანკისის ხეობაში, ცხინვალის რეგიონში, ჩრდილო ოსეთში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, მთიან ყარაბაღში, პალესტინაში, შრი-ლანკასა და ჩრდილოეთ კვიპროსში.

ავტორი ზაზა წულაძე

მეტის ჩატვირთვა

XS
SM
MD
LG