კრემლის შეცვლილი რიტორიკა აჩვენებს რომ რუსული მითები იმსხვრევა. მოსკოვი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარება მიიღოს და აშშ-ში წარმოებული სასუნთქი აპარატები შეიძინოს.
მხოლოდ ერთ დღეში ნიუ-იორკში 778 ადამიანი გარდაიცვალა. შტატში პანდემიის პიკი გრძელდება. მხოლოდ ნიუ-იორკში პანდემიის დროს 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. "ეს არის უდიდესი ტკივილი, საშინელი გრძნობა. ყოველ დღე ასობით ადამიანს ვკარგავთ,"-ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო
ცეცხლი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ვითარებას აკვირდება და განცხადებას ხვალ გააკეთებს. ჩერნობილში ცეცხლის ჩაქრობას 4 აპრილის შემდეგ ვერ ახერხებენ.
"დღეში $300 გამოვიმუშავებდი, ახლა საშუალოდ $100 " - ნიუ-იორკის ტაქსის მძღოლი ქალაქში არსებული რთული ვითარების შესახებ ყვება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე კალიფორნიელმა მეხანძრეებმა მოხუცების დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს და მოხალისეებთან ერთად, სოციალური დისტანცირების სრული დაცვით, ასაკოვან ადამიაებს საჭმლით ამარაგებენ.
"რუსეთის სამხედრო დიდების შეურაცხყოფა" - კრემლი, პრაღის გადაწყვეტილებას, საბჭოთა მარშალის ძეგლის დემონატაჟის შესახებ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრით პასუხობს.
"ვია დოლოროსა" - გზაზე როიმელიც ქრისტემ გოლგოთამდე გაიარა, წელს პილიგრიმთა მინიმალური რაოდეონობა იყო. კათოლიკე ეკლესია დღეს წითელ პარასკევს აღნიშნავს, 12 აპრილს კი აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულს იზეიმებს.
სპეციალისტები საუკუნის წინ გავრცელებულ პანდემიაზე საუბრობენ და წარსულის გამოცდილებაზე მსჯელობენ. "ესპანურმა გრიპმა" 102 წლის წინ, მხოლოდ ნიუ-იორკში, 30 000 ადამიანი იმსხვერპლა. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი, ამ დროის მონაცემებით, ნიუ-იორკში უკვე აჭარბებს 7 000-ს.
რეალური დრამა ჰოლივუდიდან - ვარსკვლავების ქალაქის ქუჩებში ახლა მხოლოდ სიკეთე და უსახლკაროები არიან.
პასექისა და მოახლოვებული აღდგომის გათვალისწინებით, ფლორიდის გუბერნატორი მორწმუნეებს მოუწოდებს - "იყავით ღმერთთან ახლოს, მაგრამ კორონავირუსისგან თავი შორს დაიჭირეთ." როგორ უმკლავდება ფლორიდა პანდემიას - დახურულ კუნძულზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, შტატში არსებულ ვითარებაზე გვიამბობს.
ინფიცირდებიან თუ არა ახალი კორონავირუსით ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? - ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაცია ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. სპეციალისტები ყვებიან ფაქტებს და საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების იმაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ვიდრე ცალკე აღებულ გერმანიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში. გიყვებით ამბებს პანდემიის ფაქტობრივი ეპიცენტრიდან
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ძაღლები გაიწვრთნან, სუნით კორონავირუსის გამოვლენა შეძლონ. სპეციალისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.
გიყვებით 101 წლის ქალზე რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა და თავის დაბადებისდღეს საავადმყოფოში შეხვდა. ამბავი ესპანეთიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამი თაობა საქართველოდან - 91 წლის ბებია, შვილი და შვილიშვილი თვითიზოლაციაში.
"გზავნილი ვუჰანიდან - "ამ ეპიდემიამ დამარწმუნა, რომ ჩინელები ნამდვილად ძლიერები ვართ" რას ყვებიან კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების ეპიცენტრის, ქალაქ ვუჰანის მკვიდრები, რომლებმაც სამი თვე სავალდებულო თვითიზოლაციაში გაატარეს.
ათასობით დაღუპული და დაინფიცირებული - ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიის პიკის მოლოდინშია. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვებიან გიგანტი ამერიკული კომპანიები. რომლებიც მაქსიმალურად მცირე დროში სამედიცინო პირბადებს და სასუნთ აპარატებს დაამზადებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსის შესახებ, საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი მოსაზრებების შესახებ საუბრობს.
მეტის ჩატვირთვა