თანამედროვე ქართველ მწერალთა წიგნები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში შედის. დათო ტურაშვილის, ზაირა არსენიშვილის, თამთა მელაშვილის, ბესო სოლომონაშვილის და სხვათა წიგნებზე წვდომა, მილიონობით ადამიანს ექნება. წამოწყებას სათავეში ორგანიზაცია "შინ" უდგას.
ბრუკლინის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ აღმართეს. "დიანა ბაგრატიონის ფონდმა" კი უკვე მეხუთედ, ქართველი ემიგრანტები დააჯილდოვა. ქალაქის მთავრობასთან ერთად, ფონდი ყოველ წელს იმ ქართველებს ასახელებს, ვისაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეაქვთ.
125 ზე მეტი წარმოდგენა ნიუ - იორკში - ასეთია ქართველი ქართველი ბარიტონის ამერიკული პორტფოლიო. გიორგი გაგნიძე წელსაც მეტროპოლიტენის სცენაზეა და ის მაყურებლის წინაშე ამჯერად ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოთი” წარდგა. ამ სცენაზე ის მომავალ წელსაც დაბრუნდება.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები ისრაელში მომხდარს აფასებენ. მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრს ისინი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ თამუნა ქემერტელიძეს უზიარებენ.
ნიუ-იორკში ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდებზე, ვაზის ჯიშებზე და მათი პოპულარიზაციის გზებზე მეღვინეებმა ამერიკელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს. ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ღვინის დეგუსტაცია და მისი სხვადასხვა კერძთან შესაბამისობის განხილვა იყო. სად არის ქართული ღვინის მომავალი?
ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ქართველმა გამომცემელმა გვანცა ჯობავამ თარგმნა და ნიუ-ჯერსისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებსაც, სწორედ მან გააცნო წიგნის შინაარსი.
მსოფლოს სხვა ლიდერებთან ერთად, გაეროში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. ღარიბაშვილის მიმართვის მთავარ აქცენტები და გაეროს სხდომის მნიშვნელოვანი მომენტები- სიუჟეტი ნიუ-იორკიდან.
ამერიკაში მცხოვრები სულ უფრო მეტი ქართველი ინტერესდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებით. რა პროცედურების გავლაა საჭირო ამისთვის - ვრცლად, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ხორგუაშვილი საუბრობს.
ამერიკაში ნიუ-ჯერსის შტატში ეროვნული გმირებისადმი მიძღვნილი ქართული დიასპორის პირველo საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ასპარესობაში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას და გამარჯვებულს სპეციალური თასი გადაეცა. ტურინირი დაჭრილ მებრძოლთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და ის მომავალში ყოვლწლიურად გაიმართება.
შეერთებული შტატების ჯარში არაერთი ქართველი მსახურობს. ნიუ-იორკში შეკრებილებს ჯართან დაკავშირებულ შეკითხვებზე სწორედ იმ ქართველებმა უპასუხეს, ვინც ამერიკის სამხედრო სისტემას კარგად იცნობს.
ისტორიაში პირველად Hamptons Fine Art Fair-ზე ქართული ქვევრი გამოფინეს. ათასწლოვანი ქვევრის ტრადიცია ორგანიზატორებმა შემოქმედებითად გააცოცხლეს და დამთვალიერებლებს ქვევრთან ერთად ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც წარუდგინეს. გამოფენაზე დამთვალიერებელს ათასობით მხატვრის ნამუშევრის ნახვა შეეძლო
„გლობალაიზმა“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ათასობით წარმატებულ ქართველს აერთიანებს, ამჯერად ნიუ-იორკში, "ვებსტერ ჰოლში" ქართულ-ამერიკული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიები ერთმანეთს გააცნო. რამდენად ეხმარება მგავსი ფორუმები მათ პარტნიორების მოძიებაში და როგორ აპირებს „გლობალაიზი“ მათ ხელშეწყობას?
2023 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იუნესკომ ნიუ-იორკში სპეციალური საიუბილეო ღონისძიება გამართა. გაეროს სათაო ოფისში გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღედ გამოცხადების 30 იუბილე აღნიშნეს. წლევანდელი შეკრების თემა იყო გამოხატვის თავისუფლება.
ქართულმა დიასპორამ ნიუ-იორკში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა.