"ზიკა" შესაძლოა ოთხ მილიონამდე ადამიანს შეეხოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ვირუსი „ზიკა“, რომელსაც მძიმე თანდაყოლილი დაავადებების მიზეზად მიიჩნევენ, ამერიკის კონტინენტზე სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანს შეეხოს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თავდაპირველად, კოღოს მიერ გადატანილი ეს ვირუსი ადამიანისთვის ნაკლები რისკის შემცველად მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ, ძალიან სწრაფად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის „საგანგაშო პროპორციების“ საფრთხედ გადაიქცა.