ზიკას ვაქცინაზე მუშაობა ჩქარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზიკას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებისთვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად კლინიკური გამოცდები დაახლოებით 18 თვეში დაიწყება.

აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა მარი-პოლ კიენიმ დღეს ჟენევაში გააკეთა. გაეროს წარმომადგენლის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსზე “ძალიან წრაფი” რეაგირება მოახდინა. ვაქცინის შემუშავების სამეცნიერო-კვლევით პროცესში 15 ჯგუფი და კომპანიაა ჩართული.