მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდგინდათ, მსოფლიოს ლიდერებმა მათი მხარდამჭერი განცხადებების გამოქვეყნება დაიწყეს.
პრეზიდენტმა დიაგნოზის შესახებ მოსახლეობას ტვიტერიდან აუწყა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც პრეზიდენტს ჯანმრთელობა უსურვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი იყო. მან პრეზიდენტ ტრამპს და მის მეუღლეს „სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება“ უსურვა.
My best wishes to President @realDonaldTrump and @FLOTUS for a full and speedy recovery. https://t.co/6OUZT20huK
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) October 2, 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის მარტში გამოაცხადა. მას შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, 34 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე რამდენიმე თვეა, დაინფიცირებისა და სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირების 7.1 მილიონი, ხოლო გარდაცვალების 205,000-ზე მეტი შემთხვევაა. ამერიკაში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 13 მარტს გამოცხადდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და ტრამპის, ერთ-ერთი ახლო მოკავშირე, ნარენდრა მოდი, ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოს ლიდერებს შორის, ვინც პრეზიდენტის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. ინდოეთშიც, კორონავირუსის მხრივ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იქ ვირუსის 6.4 მილიონი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 99,000-ზე მეტი ადამიანი.
Wishing my friend @POTUS @realDonaldTrump and @FLOTUS a quick recovery and good health. https://t.co/f3AOOHLpaQ
— Narendra Modi (@narendramodi) October 2, 2020
განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც. მან დაწერა: „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანდაყოლილი სიცოცხლისუნარიანობა, კარგი განწყობა და ოპტიმიზმი, დაგეხმარებათ, ამ საშიში ვირუსის გადატანაში“. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში, კოვიდ 19-ის 1.2 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაცვლილია 21,000 ადამიანი.
პრეზიდენტს ჯანმრთელობა უსურვა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც. განცხადებაში, რომელიც პრე-სპიკერმა გაავრცელა ეწერა: „დონალდ და მელანია ტრამპებს ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს. იმედი მაქვს, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან კორონავირუსის ინფექციისგან“. გერმანიაში ვირუსის 291,000 დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 9,500 ფაქტია დაფიქსირებული.
ტრამპების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ბორის ჯონსონმაც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, თავადაც დაუდგინდა კორონავირუსის დიაგნოზი აპრილში და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
My best wishes to President Trump and the First Lady. Hope they both have a speedy recovery from coronavirus.
— Boris Johnson (@BorisJohnson) October 2, 2020
ჯანმრთელობა უსურვა ამერიკის პირველ ოჯახს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუაჰუმაც. ის ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში, თეთრ სახლში იმყოფებოდა დონალდ ტრამპის მოწვევით. ვიზიტის დროს ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ლიდერებმა, „აბრაამის შეთანხმების“ სახელით ცნობილ, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
Like millions of Israelis, Sara and I are thinking of President Donald Trump and First Lady Melania Trump and wish our friends a full and speedy recovery. https://t.co/UcxQpsxBLE
— Benjamin Netanyahu (@netanyahu) October 2, 2020
პრეზიდენტ ტრამპს და მის მეუღლეს გამოჯანმრთელება უსურვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
იმ გუნდის ინფორმაციის მიხედვით, ვინც ჩრდილოთ კორეის ადგილობრივ მედიას ადევნებს თვალყურს, კიმ ჩენ უნს, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დაინფიცირებული ან გარდაცვლილია ქვეყანაში კორონავირუსით.