ყოველწლიურად დაბინძურება 5 წლამდე ასაკის 1.7 მილიონ ბავშვს კლავს

გარემოს დაბინძურება, ყოველ წელს, 4-დან 1-ზე მეტ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს კლავს, რაც მსოფლიოში 1.7 მილიონს უდრის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ გარემოსთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად თუ არაფერი გაკეთდება, ბავშვთა სიკვდილიანობა დრამატულად გაიზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვების ჯანმრთელობაზე მავნე გარემოს ზემოქმედებას იკვლევს და ორ ახალ კვლევაში, ამის გადაწყვეტის გზებს სთავაზობს.

კვლევების ავტორები თანხმდებიან, რომ ჰაერის დაბინძურება უდიდესი მკვლელია და ყოველწლიურად 6.5 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს, მათ შორის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, 600 ათას სიკვდილს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ჰაერის დაბინძურება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის განსხვავების გამაქარწყლებელია, რადგან მდიდარი და ღარიბი ბავშვები დაბინძურებული ჰაერით ერთნაირად სუნთქავენ.

ორგანიზაცია გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ბავშვებს გარემოს დამაბინძურებლებთან შეხება ჯერ კიდევ დედის ორგანიზმიდან ეწყებათ და ამას შეუძლია შემდგომ ცხოვრებაში „ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ასთმის, გულის ავადმყოფობების, ინფარქტის და კიბოს“ რისკის გაზრდა.