პრეზიდენტი ობამა ახალგაზრდა მეცნიერებს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

ბარაკ ობამას ინიციატივით, წელს ახალგაზრდებში სამეცნიერო საგნების პოპულარიზებისთვის დამატებით $250 მილიონი გამოიყო. თეთრ სახლში გამართულ ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენაზე ობამამ მოსახლეობის ნაკლებად პრივილეგირებულ ნაწილში ინჟინერიის და მათემატიკის პოპულარიზების აუცილებლობაზეც ისაუბრა.