უოტერგეიტის გამოძახილი დღევანდელ ვაშინგტონში

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში დღეს სულ უფრო ხშირად იგონებენ უოტერგეიტის სკანდალს, როცა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შემდეგ, პოსტი ნებაყოფლობით დატოვა. შეერთებული შტატების ისტორიაში ეს მარტო ერთხელ მოხდა და ამ ფაქტს ამერიკული დემოკრატიის სიმტკიცის ერთ-ერთ ნიმუშად განიხილავენ. დღეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის ირგვლივ მიმდინარე რამდენიმე გამოძიება, უოტერგეიტთან რამდენიმე პარალელის გავლების საშუალებას იძლევა.