ვაშინგტონს დაძაბული კვირა ელის

ბანღაზის თავდასხმაზე კონგრესში დამატებითი მოკვლევა დაიწყება

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


გასულ კვირას ახალი კითხვები გაჩნდა გასულ წელს ლიბიაში, ბენღაზში მომხდარი თავდასხმის შესახებ, ასევე ამერიკის საგადასახადო სამსახურის ირგვლივ, სადაც კანონდარღვევების შესახებ აღიარეს.

ბენღაზიში მომხდარი ტერაქტის შესახებ გამოძიების პარალელურად, ეი-ბი-სი ნიუსმა წარმოადგინა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ობამას ადმინისტრაციის რედაქტირებული განცხადებები. რედაქტირებულ ვარიანტში თავდასხმაში ტერორისტების მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოდ არის მიჩნეული. ამ ტერაქტს ამერიკის ოთხი დიპლომატის სიცოცხლე შეეწირა.

ეს ინფორმაცია საფუძველს იძლევა რომ კონგრესმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომდგენელთა პალატაში საკითხზე ახალი მოკვლევა ჩაატაროს.

დერილ ისა: ჩვენი მიზანია გამოძიებამ კითხვებზე პასუხი გასცეს.

თეთრი სახლი დიდი ხანია უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ რომ, ამერიკელი ხალხი განზრახ შეჰყავს შეცდომაში სექტემბრის თავდასხმასთან დაკავშირებით. ასეთი საუბრები ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის წინ გახშირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს მდივანი ჯეი კარნი: ეს დავა უფრო საყურადღებო მაშინ გახდებოდა თუ აღმოჩნდებოდა, რომ ჩვენ თავიდანვე არ ვაღიარეთ თავდასხმაში ექსტრემისტების მონაწილეობა. ეს ბრალდება არის მცდელობა - ადმინისტრაციას დაბრალდეს იმის დამალვა, რაც მას არასდროს უცდია, აცხადებს კარნი.

ვაშინგტონის ინტრიგების მოყვარულებმა პარასკევს ინტრიგების ორმაგი დოზა მიიღეს. ფედერალური საგადასახადო სამსახური იგივე აი-არ-ესი, აღიარებს გასულ წელს რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული ჩაის სმის მოძრაობის წევრების მიმართ დაინტერესებას და შემოწმებას.

სენატის მთავარმა რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა ეს უწყება ბანდიტურ ტაქტიკაში დაადანაშაულა. დემოკრატმა კარლ ლევინმა გამოძიების ჩატარების პირობა დადო. თეთრი სახლის პრეს მდივანმა კარნიმ საგადასახადო უწყების საქციელს შეუფერებელი უწოდა, თუმცა ისიც დაამატა რომ ის პოლიტიკურად მიუკერძოებელი სააგენტოა.

ამასობაში, სირიის კრიზისი საკვანძო თემაა პრეზიდენტ ობამასა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კემერონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებისა. სირია იქნება განხილვის საგანი ამერიკელ და თურქ ლიდერებს შორის რომელიც ამ კვირაში იმართება.