ალიანსს 32-ე წევრი შეემატა და ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა

Your browser doesn’t support HTML5

ნატო და რუსეთი ახლა ერთმანეთს არქტიკაშიც ესაზღვრებიან, სადაც რუსეთის ბირთვული წყალქვეშა გემების ჩრდილოეთის ფლოტი და ეგრეთ წოდებული, მეორე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობები მდებარეობს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგია, რომელიც კრემლმა უკრაინაში ომის დაწყების გამო განიცადა.