ვენესუელა მაიამის საკონსულოდან დიპლომატებს იწვევს

ვენესუელა მაიამის საკონსულოდან დიპლომატებს იწვევს

ვენესუელას მთავრობის განცხადებით, ქალაქ მაიამიში მდებარე ვენესუელას საკონსულოდან მოხდება პერსონასლის გაწვევა. მიზეზად ვენესუელა პერსონალის დაშინებას ასახელებს.
განცხადება მოჰყვა ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესის ბრძანებას მაიამიში საკონსულოს დახურვის შესახებ, რასაც წინ უსწრებდა დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავება. თავის მხრივ, აშშ-ის მხრიდან მანამდე ადგილი ჰქონდა ვენესუელელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.