ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინა 35 000-მდე ადამიანს აქვ გაკეთებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისამდე, აცრის დღიური მაჩვენებელი 12-12 000-მდე უნდა ავიდეს. მისი თქმით, საშუალოდ სწორედ ეს დღიური რაოდენობაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინაცია სამიზნე მაჩვენებლამდე ავიდეს.

ასევე ნახეთ: ახალი კვლევის მიხედვით, ორსულებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა

„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაცნობად ქვემო ქართლში იმყოფებოდა.

www.stopcov.ge - ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 1 271 შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე მონაკვეთში 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 11.

ასევე ნახეთ: რამდენი ხანი დაგვიცავს კოვიდ-19-ის ვაქცინა?

23 აპრილის მდგომარეობით, მონაცემები სრულად ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 301535 , ბოლო 24 საათში - 1271
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 284286 , ბოლო 24 საათში - 729
  • მათ შორის გარდაცვლილი - 3992 , ბოლო 24 საათში - 11
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28751, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14187, PCR ტესტით - 14564
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,42%, ბოლო 14 დღის - 3,75%, ბოლო 7 დღის - 4,55%
  • სულ აცრილია - 34897, დღიურად აცრილია - 1560
  • კარანტინის რეჟიმში - 232
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3527
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 682