თურქეთი სირიის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის თავდასხმას მიესალმა

თურქეთი სირიის საჰაერო ბაზაზე ამერიკის სამხედრო თავდასხმას მიესალმა. ახლა ანკარა თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან, დამასკოს წინააღმდეგ უფრო ხანგრძლივი და აგრესიული პოზიციის დაკავებას მოელის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და მთავრობის პრეს-მდივანმა ნუმან კურტულმუსმა განაცხადა: „ჩვენ არა მხოლოდ სიტყვების მოსმენა, არამედ ქმედების ნახვა გვსურს. ამასთან დაკავშირებით, სამხედრო ბაზაზე შეერთებული შტატების თავდასხმა, მნიშვნელოვანი და შინაარსიანია.“

თურქეთი, სირიელი ამბოხებულების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დასავლელ მოკავშირეებს და განსაკუთრებით ვაშინგტონს, დაჟინებით სთხოვდა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა. სირიის საკითხზე განსხვავებული შეხედულებები, ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობის საკვანძო წერტილი იყო