აშშ ქართველი "სპეცების" რეგულარულ წვრთნას აგრძელებს

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობა საქართველოს თავდაცვის სპეციალური ოპერაციების ძალების (სოძ) რეგულარული წვრთნის პროგრამას განაგრძობს. ამჯერად, ამერიკელმა და ქართველმა სპეცებმა თავდასხმის და ჩხრეკის ოპერაციები განახორციელეს. წვრთნებში ჩართული იყო სოძ-ის, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ბატალიონები.