საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტი მიმდინარეობს. სენატორი ჯინ შაჰინ და სენატორი რობ პორტმანი უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სოფლებში ზემო ნიქოზსა და ერგნეთში. ამერიკელმა კანონმდებლებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარებას და გაეცნენ რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგებს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და მისი რესპუბლიკელი კოლეგა რობ პორტმანი კონფლიქტის ზონაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან ერთად ჩავიდნენ. მისიის ხელმძღვანელმა ამერიკელ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ქმედებების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.
Today, @EUMMGeorgia hosts 🇺🇸 Senators @SenatorShaheen and @senrobportman for a field visit to the Administrative Boundary Line (ABL) with South Ossetia. @EUMMGeorgia_HoM just welcomed the visitors to proceed with a patrol to Zemo Nikozi village. pic.twitter.com/gwXPnH8Eig
— EUMM Georgia (@EUMMGeorgia) June 3, 2021
საქართველომდე სენატორები უკრაინაში იმყოფებოდნენ, ჯინ შაჰინმა პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტამდე "ტვიტერზე" დაწერა, რომ მათი მიზანია ამერიკამ პარტნიორებს აჩვენოს ორპარტიული მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხებში.
Landed in Ukraine w/@senrobportman & @ChrisMurphyCT to show U.S. bipartisan commitment to support our partners against Russian aggression & for continued reforms to strengthen its democracy & goal to become part of the EU & NATO. Looking forward to the day ahead. pic.twitter.com/xqe3Ao6wSf
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) June 1, 2021
სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი საქართველოში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორებს რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, მათ შორის მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა,“- თქვა თბილისში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სენატორების ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე.
კონგრესის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტამდე კიევსა და ვილნიუსს ეწვია. ისინი პირველ ივნისს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვიატლანა ციხონუსკაიას შეხვდნენ. სენატორებმა ციხონუსკაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები მკაცრად შეაფასეს.
ასევე ნახეთ: სენატორები უკრაინას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებენ„შეერთებული ორპარტიულად დგას ბელარუსი ხალხის გვერდით მათ მიერ ანგარიშვალდებული მთავრობის მოთხოვნაში და მე ვარ ამაყი, რომ ერთიანი გზავნილი მაქვს სენატორ პორტმანთან და სენატორ მერფისთან ერთად, რომ ჩვენ სრულიად ვეწინააღმდეგებით ლუკაშენკოს კორუფციასა და რეპრესიებს. როგორც [სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის] ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას გავაკეთო ყველაფერი, რათა ციხანუსკაიას მცდელობას დავეხმარო და ხელი შევუწყო ბელარუსი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ასევე ნახეთ: შაჰინი: ვეწინააღმდეგებით ლუკაშენკოს რეპრესიებს
ვიზიტის დაწყებამდე სენატორებმა „ამერიკის ხმის“ კითხვის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნეს სადაც წერია: „ საქართველოს შაჰინი და პორტმანი ეწვევიან, „რათა ეს იყოს ორპარტიული გზავნილი, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით მათი დემოკრატიის განმტკიცების საქმეში“.