ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისას დაუპული აშშ-ის სამხედროს ვინაობა ცნობილია

კოალიციამ იმ ამერიკელი კომანდოს სახელი გაახმოვანა, რომელიც ჩრდილოეთ ერაყში სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას, „ისლამურ სახელმწიფო“-სთან ურთიერთსროლის დროს დაიღუპა.

კოალიციის პრეს მდივანმა დღეს გამოაცხადა, რომ მასტერ სერჟანტი ჯოშუა ვილერი, „ისლამური სახელმწიფო“-ს ექსტრემისტების წინააღმდეგ წარმოებული ერთწლიანი კამპანიის განმავლობაში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთაგან პირველი დაღუპულია.

ვილერის დაღუპვის მიუხედავად, პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო ძალები, ერაყში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ არის.