მუჯაჰედინთა სახალხო ორგანიზაცია შავი სიიდან ამოიშლება

სასამართლომ ჰილარი კლინტონს ვადა პირველ ოქტომბრამდე მისცა
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია ირანის ერთ-ერთ არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფების - რომელიც ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მოკავშირედ ითვლებოდა - ტერორისტთა შავი სიიდან ამოწერას გეგმავს.

სასამართლომ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, ვადა პირველ ოქტომბრამდე მისცა, რათა გადაწყვიტოს დაჯგუფების - ირანის მუჯაჰედინთა სახალხო ორგანიზაციის ბედი.

ანონიმური წყარო კი, თავის მხრივ, იუწყება, რომ გადაწყვეტილება ტერორისტთა სიიდან ამოღების შესახებ უკვე მიღებულია.