ამერიკის ახალი მოქალაქეები

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის არმიის რიგებში მომსახურე იმიგრანტ სამხედროებს მოქალაქეობის მიღება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ამერიკის არმიის რიგებში მომსახურე იმიგრანტ სამხედროებს მოქალაქეობის მიღება მიულოცა. "ძნელად წარმოსადგენია ამაზე უკეთესად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა"- აღნიშნა თავის სიტყვაში პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა, რომ 1776 წლის 4 ივლისს ბრიტანეთისგან ამერიკის დამუკიდებლობის დეკლარიაციაზე ხელის მოწერა "გასაოცარი გამბედაობის აქტს" წარმოადგენდა. მისივე თქმით, ეს ფაქტი არ მოხდებოდა, რომ არა იმიგრნტების ის თაობა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დასახლდა ამერიკაში.