ტრამპს იმიგრაციის კონტროლის მიზნით წინადადება აქვს

Your browser doesn’t support HTML5

პირველი ოქტომბრიდან დღემდე შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებზე ნახევარ მილიონზე მეტი უკანონო იმიგრანტი დააკავეს. ისინი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოდიან და ამერიკაში შემოსვლას მექსიკის საზღვრიდან ცდილობენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმიგრანტების მოზღვავების შეჩერებას რამდენიმე მეთოდით გეგმავს.