გეიტნერი პეკინს ეწვია

გეიტნერი პეკინს ეწვია

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერი პეკინში ჩავიდა. ის ჩინეთის ოფიციალურ პირებთან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე გამართავს მოლაპარაკებებს. გეიტნერი ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ამერიკული სანქციების ამოქმედებისთვის, რომელიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი გარიგების დადებას აკრძალავს. ამით კი ირანის ნავთობის ექსპორტს უდიდესი ზიანი მიადგება. ირანული ნავთობის უდიდესი მომხმარებელი ჩინეთია, რომელიც თეირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების ამოქმედებას ეწინააღმდეგება. პეკინი აცხადებს, რომ ეს სანქციები ცალმხრივია და ამით ვერ აიძულებენ ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას. გუშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩინურ-ირანულ სავაჭრო ურთიერთობებზე ბირთვული საკითხები გავლენას ვერ მოახდენს.