აშშ-ის წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

აშშ-ის საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ავიამზიდების ჯგუფი, „USS Nimitz”-სა და „USS Ronald Reagan”- ის შემადგენლობით, ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში თავისუფალი და გახსნილი მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნებს ატარებს.

სამხედრო წვრთნები ზღვაში ჩინეთმაც ჩაატარა. პენტაგონი აცხადებს, რომ ჩინეთის ქმედებები „დაძაბულობის შემსუბუქებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობის კონტრპროდუქტიულია.“ პენტაგონი ჩინეთს აზიური სამეზობლოს დაშინებაში სდებს ბრალს.

ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებს

კონტრ-ადმირალი ჯორჯ ვიკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის წვრთნები, ჩინეთის მიერ ჩატარებული წრთვნების საპასუხოდ არ ჩატარებულა.

წრთვნების შესახებ, აშშ-ის საზღვაო ძალების "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებულს პოსტშიცაა საუბარი. ვიდეო, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ასახავს.

ჩინეთი არ ეთანხმება აშშ-ის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ჩინეთის მიერ დაძაბულობის შექმნის მცდელობის შესახებ. თუმცა, ჩინეთს ამერიკასთან ერთად, ვიეტნამი და ფილიპინებიც აკრიტიკებს.

ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხანგრძლივი წრთვენბი ჰქონდა. უწყების ცნობით, ერთ მომენტში, რეგიონში ერთდროულად სამი ამერიკული ავიამზიდი იყო.