გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეიდან სირიაში ჩატანილი მასალით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის წარმოება შეეძლო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012-2017 წლებში სირიაში ჩრდილოეთ კორეიდან სულ მცირე 40-ჯერ ჩავიდა ტვირთი.
ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ სირიაში ქიმიური იარაღის წარმოებაზე ჩრდილო კორეელი ტექნიკოსები მუშაობდნენ.