დღეს გენერალური ასამბლეის სამოცდამეხუთე სესია გაიხსნა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს გენერალური ასამბლეის სამოცდამეხუთე სესია გახსნა და წევრ სახელმწიფოებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა მდიდარი და წარმატებული მსოფლიოს საკეთილდღეოდ, მსოფლიოსი, რომელიც ბირთვული იარაღისგან იქნება დაცული.

ბან კი მუნმა დღეს 192 სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში ახალი, და პოლარიზებული პოლიტიკა ბატონობს, რომელშიც სიძულვილის ენა ჭარბობს.

მან ასევე განაცხადა, რომ გაეროსთვის უპირველესია ადამიანის უფლებების დაცვა და რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ უნდა დაარღვიოს მოქალაქეების უფლებები და პასუხი არ აგოს ჩადენილზე.

დღეს გაეროს ასამბლეაზე უკვე გამოვიდა სიტყვით ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ირანის პირველი პირი მაჰმუდ აჰმადინეჟადი.