გაერო: სურსათზე ფასები მატებას განაგრძობს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სურსათის ფასის ინდექსი, რომელიც გლობალურად საკვების ფასებს ამოწმებს. ოქტომბერში, ორგანიზაციის ცნობით, მინიმალურ საკვებ კალათაზე ფასები 3%-ით გაიზარდა სექტემბერთან შედარებით. ამ მაჩვენებლის დათვლისას შეფასებული იყო სხვადასხვა პროდუქტის ფასი. აგალითად ფქვილზე 5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც ფქვილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში - კანადა, რუსეთი და აშშ-ში შემცირებულ მოსავლიანობას უკავშირდება.

რძის პროდუქტებზე ფასები 2.5%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ხორცზე ფასებმა 0.7 %-ით დაიკლო.

ასევე ნახეთ: გეიტსების ფონდი ღარიბ ქვეყნებს კოვიდთან ბრძოლაში დამატებით $120 მილიონით დაეხმარება