“U2”-ს სოლისტი კონგრესს ლტოლვილების დახმარებას სთხოვს

როკ ვარსკვლავმა და ადამიანის უფლებების აქტივისტმა ბონომ ამერიკის კონგრესს მიმართა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილების კრიზისთან დაკავშირებით პოზიციის გადახედვა სთხოვა. მან კანონმდებლებს მეტი დახმარების გამოყოფა მოსთხოვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობას გაურბიან, რეპრესიებს განიცდიან და შიმშილობისა და სტიქიის შედეგების გამო იტანჯებიან.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, როკ ჯგუფ “U2”-ს სოლისტმა თქვა, რომ ვაშინგტონში საქმის გაკეთება ძნელია.

ბონომ ჩვენება მისცა ამერიკის სენატის კომიტეტს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის საერთაშორისო დახმარებისთვის თანხების ასიგნირებაზეა პასუხისმგებელი.