ამერიკაში კოვიდ 19-ის ასობით მილიონი ტესტი გახდება ხელმისაწვდომი

ამერიკელი მწარმოებლები მკვეთრად ზრდიან კოვიდ 19-ის იაფი, სწრაფი, თუმცა ნაკლებად ზუსტი ტესტების წარმოებას. მათი მიზანია, თვეში დაახლოებით 100 მილიონი ტესტის წარმოება, რომელიც სკოლებსა და ოფისებს საშუალებას მისცემს საგრძნობლად გაზარდოს ტესტირების მასშტაბი.

მწარმოებლებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სააგენტო "როიტერს" უთხრეს, რომ 6-ზე მეტი ე.წ ანტიგენის ტესტი ოქტომბრის თვისთვის ავტორიზებული იქნება.

ამერიკელმა რეგულატორებმა ბოლო თვეების განმავლობაში ავტორიზიაცია მიანიჭეს ანტიგენის ტესტებს შემდეგი ლაბორატორიებიდან: "აბოტი", "ბექტონ დიკინსონი", "ქუიდელი" და "ლუმიდრადიქსი".

ასევე ნახეთ: "დონალდ ტრამპმა იცოდა, რამდენად მომაკვდინებელი შეიძლება ყოფილიყო ახალი კორონავირუსი" - ვუდუორდი

როდესაც ახალი ტესტების წარმოება დაიწყება და ისინი მოხმარებაში ჩაეშვება, ძველ, უკვე გამოშვებულ ტესტებთან ერთად, მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ წლის ბოლოსთვის, ყოველთვიური ტესტირება 200 მილიონ ადამიანზე ავიდეს.

ბოლოს ავტორიზებულ 4 კომპანიას, რომელთაც ანტიგენური ტესტების წარმოების ულფება მისცეს, აქვთ საშუალება, რომ თვეში, დაახლოებით 40 მილიონ ადამიანს ჩაუტარონ ტესტირება. კომპანიები ელიან, რომ წლის ბოლოსთვის ამ მონაცემს გააორმაგებენ.

ასევე ნახეთ: ამერიკის 50 შტატიდან 22-ში კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება

"თუ შევძლებთ, რომ ტესტირება იმ დონეზე მივიყვანოთ, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება სწრაფად ჩაიტაროს ტესტი და ეს იყო იაფი და თან იძლეოდეს სწრაფ პასუხს, მაშინ შეიძლება ხალხის სკრინინგი" მანამდე, ვიდრე ისინი ვირუსის გავრცელებას დაიწყებენ, თქვა დუეინ ბრინინგმა. ის "ნორსველ ჰელსის" ლაბორატორიების დირექტორია, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ყველაზე დიდი საავადმყოფოების სისტემის ნაწილია.