ვაშინგტონი ფხენიანის ქმედებებს გმობს და მოკავშირეებს დაცვას ჰპირდება

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი

შეერთებული შტატები ჩრილოეთი კოერეის მიერ, იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტის გასროლას გმობს და ამ ნაბიჯს „საშიშ უგუნურებად“ აფასებს. ვაშინგტონი პირობას დებს, რომ სამხრეთ კორეასა და იაპონიას ამერიკა "მთელი თავისი ძალით" დაიცავს, ამასთან, ფეხნიანთან დიალოგის გამართვის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

ასევე ნახეთ: ფხენიანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

„ეს ქმედება დასტაბილიზაციას ახდენს და წარმოაჩენს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, [ჩრდილოეთ კორეის] მიერ, გაეროს რეზოლუციებისა და და საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების აშკარა უგულვებელყოფას“, - განაცხადა თეთრი სახელის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ადრიენ უოტსონმა.

მისი თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ესაუბრა თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს, რათა განეხილათ ჩრდილოეთ კორეის ქმედებაზე "შესაბამისი და ძლიერი ერთობლივი და საერთაშორისო რეაგირება".

ბოლო ხუთი წლის განმავობაში პირველად ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკუირი რაკეტები გაუშვა. მომხდარს, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, მოსახლეობის საგანგებო გაფრთხილება მოჰყვა - ეპოვნათ თავშესაფარი. ამასთან, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

ასევე ნახეთ: სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტამდე ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

დანიელ კრიტენბრინკი, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში აცხადებს, რომ ჩინეთს მეტის გაკეთება სჭირდება ჩრდილოეთ კორეის მიერ სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლაში, მის სანაპირო წყლებში. აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ პეკინმა და რუსეთმა უნდა იმუშაონ ფხენიანის შესყიდვების ქსელების დახურვაზე. შეერთებლ შტატებს უკვე ათწლეულებია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.