თურქმენეთში ახალი მისლადენის მშენებლობა დაიწყო

თურქმენეთში ახალი მისლადენის მშენებლობა დაიწყო

თურქმენეთიდან მომავალი მილსადენი კასპიის ზღვას დაუკავშირდება და იქიდან გაზს ეგროპის ენერგო-ბაზარზე მიიტანს.

თურქმენეთმა ბუნებრივი აირის მილსადენზე დაიწყო მუშაობა, რომელიც თუქქმენეთიდან გაზს ევროპის ბაზარზე გაიტანს. ამით ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულობა შეიძლება შემცირდეს.

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მილსადენი სახელწოდებით „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ შატლიკის საბადოსთან გახსნა, რომელიც აშხაბადიდან დაახლოებით 400 კილომეტრითაა მოშორებული.

1000 კილომეტრიანი მილსადენი თითქმის მთელ ქვეყანას გადაკვეთს და დაახლოებით 30 მილიარდ კუბურ მ ეტრ ბუნებრივ აირს კასპიის ზღვამდე მიიტანს.

პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი, რომელიც ორ მილიარდ დოლარადაა შეფასებული ტურქმენეთს ეკონომიკურ და პოლიტიკიურ სიძლიერეს შემატებს და გლობალურ ენერგო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წილის შეტანაში შუწყობს ხელს.