ევროსაბჭომ დაგმო თურქეთის სასამართლო სისტემა

ევროსაბჭომ დაგმო თურქეთის სასამართლო სისტემა

ევროსაბჭომ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის სასამართლო სისტემა. თურქეთის ოპოზიციური პარტიები მთავრობას სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ტომას ჰამერბერგმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ემუქრება.

მისი თქმით:“ იურიდიული სისტემის ფუნქციონირებაში დიდი პრობლემებია და ეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მოქმედებს. აშკარაა, რომ ზოგიერთი საქმე აქ აშკარად უსამართლოდ წყდება.“

ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაპატიმრება. ქურთისტანის საზოგადოებრივი კავშირის წინააღმდეგ მიმართული გამოძიების პროცესი ამის საუკეთესო მაგალითია. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს.