თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, გუშინ მიღწეული წარმატების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციასთან თანამშრომლობის პირობა დადო.
შეგახსენებთ, რომ მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ორ-მესამედზე ნაკლები ხმები შეხვდა, რაც ერდოღანის გუნდს საშუალებას არ მისცემს 1982 წლის კონსტიტუცია შეცვალოს.
სწრედ სამხედრო წყობის დროს დამტკიცებული კონსტიტუციის შეცვლის პირობას დებდა ერდოღანი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში.
550-თ ადგილიან პარლამენტში, პრემიერის პარტიამ 326 მანდატი მიიღო. მთავარმა ოპოზიციურმა "რესპუბლიკურმა ხალხის პარტიამ" კი 135 ადგილი.