ტრამპის და კლინტონის მეორე საპრეზიდენტო დებატი გაიმართა

სენტ-ლუისში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მეორე საპრეზიდენტო დებატი გაიმართა, რომელსაც სი-ენ-ენის ჟურნალისტი ანდერსონ კუპერი და ეი-ბი-სის წამყვანი მართა რადაცი უძღვებოდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრეს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კითხვებს უპასუხეს, რომლებიც დარბაზიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესში.