ტრამპი იუსტიციის მინისტრს წარადგენს

უილიამ ბარი

დონალდ ტრამპი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, უილიამ ბარს წარადგენს. „გადასარევი ადამიანია, ბრწყინვალე, მას პატივს სცემენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები,“ - თქვა ტრამპმა.

ბარი ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშის [უფროსი ბუში] ადმინისტრაციაში მუშაობდა. იუსტიციის მინისტრი სენატმა უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი "შეყოვნების გარეშე წარიმართება.“