თინათინ ჯაფარიძე- ერთი ცხოვრება მრავალი როლით

Your browser doesn’t support HTML5

თინათინ ჯაფარიძე გაეროს ჰიმნის თანაავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელია. თუმცა, ეს მისი პროფესიების ჩამონათვალის მხოლოდ მცირე ნაწილია. მწერალი, უსაფრთხოების და კომუნიკაციების სპეციალისტი, ჟურნალისტი და მენტორი, თბილისში, მოსკოვში, ლონდონში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ბოლოს ვაშინგტონამდე ჩამოვიდა.