ტიბეტში პროტესტების ტალღა გრძელდება

7 ნოემბრის შემდეგ თვითდაწვის უკვე 7 ფაქტია დაფიქსირებული.
ტიბეტში თვითდაწვის აქტები გრძელდება. უფლებადამცველების განცხადებით, ამჯერად თვითდაწვის საპროტესტო აქტი ტიბეტელმა მძღოლმა და ორი შვილის დედამ განახორციელეს.

აღნიშნული ფაქტი თონგრენის რეგიონში მოხდა, სადაც 7 ნოემბრის შემდეგ თვითდაწვის უკვე 7 ფაქტია დაფიქსირებული. ამით ტიბეტელები ჩინეთის მიერ განხორციელებულ რეპრესიულ ზომებს აპროტესტებენ.