ერაყში აეროპორტი დაიბომბა - დაშავებულია ერთი ამერიკელი

ერაყში, კერძოდ ერბილის საერთაშორისო აეროპორტში დაბომბვის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის წარმომადგენლობა აბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური თავდასხმა ერაყში არ მომხდარა.

Your browser doesn’t support HTML5

ერაყში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა

თავდასხმის სამიზნე ამერიკული სამხედრო ბაზა იყო, რომელიც აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო, აეროპორტი ამ დრომდე დახურულია და შეჩერებულია ფრენები.

აფეთქების დროს დაზიანდა შენობის ნაწილი და ავტომობილები. ამ დრომდე, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.