"ევროპას დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება" - კალიურანდი

მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტარი

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტარების განცხადების თაობაზე, ღია დისკუსია გაიმართა. ონლაინ შეხვედრაზე ევრპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. ევროპარლამენტარი აცხადბეს, რომ “ევროპას, თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით, დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება.”

კალიურანდმა, უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადების, ასევე მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლებობების შესახებ ისაუბრა.

დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ"
მარინა კალიურანდი

„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, - ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს - დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ"- აღნიშნა კალიურანდმა.

ასევე ნახეთ: ჯორჯ კენტი: სასწორზე საქართველოს მომავალია

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არსებული პოლიტიკური კრიზისი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალსაც ეხება. ამასთან, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან, საქართველო იმაზე მეტ თავდადებას აღარ უნდა ელოდოს, რაც უკვე გამოიჩინა - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, განმარტავს კალიურანდი.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია - საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა.

ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება.
მარინა კალიურანდი

ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის - მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება. ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.

ასევე ნახეთ: ევროპარლამენტარები საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბრობენ

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.