ბანგკოკში დემონსტრაცია გაიმართა

მშვიდობიანი მსვლელობა ტაილანდის პრემიერ მინისტრ ინგლუკ შინავატრას წინააღმდეგ იყო მიმართული
ბანგკოკში მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებსაც სახეზე თეთრი ნიღბები ჰქონდათ აფარებული.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მშვიდობიანი ნიღბიანი მსვლელობა ტაილანდის პრემიერ მინისტრ ინგლუკ შინავატრას წინააღმდეგ იყო მიმართული. ნიღბები კი მათი თქმით იმის სიმბოლოა, რომ ქვეყნის მთავრობა 2006 წელს განდევნილი ტაქსინ შინავატრას მარიონეტია და საკუთარ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

მთავრობის მხარდამჭერთა დემონსტრაცია დღის მეორე მონაკვეთში გაიმართა.