ტაილანდში გადარჩენილი ფეხბურთელები საზოგადოების წინაშე წარსდგნენ

ტაილანდის ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდი და მათი მწვრთნელი, რომლებიც წყალდიდობის შედეგად გამოქვაბულში აღმოჩდნენ გამომწყვდეული, საავადმყოფოდან გამოწერეს.

11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები დღეს მედიის წინ შავი შორტებით და თეთრ-მწვანე მაისურებით წარსდგენ. ერთი კვირა გავიდა მას შედეგ, რაც გუნდის და მათი მწვრთნელის გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაცია დასრულდა. მათ გამოქვაბულში 2 კვირა დაჰყვეს.

23 ივნისს, ჩიანგრაის პროვინციაში მცხოვრებმა 11-დან 16 წლამდე ასაკის თერთმეტმა ფეხბურთელმა და მათმა 25 წლის მწვრთნელმა გამოქვაბულს თავი ძლიერი წვიმის გამო შეაფარეს. წყალდიდობამ მღვიმეში შესასვლელი ჩახერგა და მათი ხსნა უკიდურესად გაართულა.