ბრიუსელმა ბრალი 3 ადამიანს წაუყენა

ბელგიის პროკურორები აცხადებენ, რომ ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით, ბრალი სამ ადამიანს წაუყენეს. წინა კვირას ბელგიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებში 35 ადამიანი დაიღუპა. აქედან ოთხი ამერიკის მოქალაქეა. დაშავებულთა რიცხვი 300-ს აღწევს.

ბრიუსელმა 4 ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ ერთი მათგანი სამართალდამცავებმა კვირას გაათავისუფლეს. ცნობილია სამივე ბრალდებულის ვინაობა, მაგრამ ძიების დანარჩენი დეტალები არ ხმაურდება. ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მდებარე მოედანზე ადამიანები სოლიდარობის გამოსახატად დღემდე დადიან.