სირიაში 78 ადამიანი დაიღუპა

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ჰამას პროვინციაში 78 ადამინი მოკლეს. გარდაცცვლილთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მათივე განცხადებით, სოფელ ალ კუბერსა და მააზარიფში გარდაცვლილთა დიდ ნაწილს სასიკვდილო ჭრილობა ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული. კიდევ 12 გვამი დამწვარი აღმოაჩინეს.

ბრიტანეთში მოქმედმა სირიის ადამინათა უფლებების მონიტორინგის ჯგუფმა თავის მხრივ დასძინა, რომ სამხედრო ფორმირება "შაბიჰა" თავს დესხმა მოსხლეობას მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ეს სოფლები. აქტივისტები ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. სირიის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, აღნიშნულის დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდება სირიაში უცხოური მედიის შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო.