ასადის ავტოკოლონაზე თავდასხმა არ დასტურდება

მეამბოხეთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს პრეზიდენტის ავტოკოლონას
სირიელი ოფიციალური პირები უარყოფენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მეჩეთისკენ მიმავალ ავტოკოლონაზე თავდასხმის ფაქტს. ასადი დღის, იდ-ალ-ფიტრის აღსანიშნავად დამასკოს მეჩეთში მივიდა. იდ-ალ ფიტრი რამადანის მარხვის დასრულებას აღნიშნავს.

მეამბოხეთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს პრეზიდენტის ავტოკოლონას და რომ მათ გარკვეულ შემთხვევებში წარმატება ხვდა წილად.

სირიის ინფორმაციის მინისტრმა უარყო პრეზიდენტზე თავდასხმის ცნობები.