სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა სირიაში

სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა სირიაში სავარაუდოდ რუსული საჰაერო შეტევების შედეგად.

ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებების ცენტრის თანახმად, დაღუპულები დაჯგუფება "დაპყრობის არმიის" მებრძოლები არიან, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან. ქალაქ იდლიბის დაბომბვის შედეგად 150-მდე ადამიანი დაიჭრა. მათი ნაწილი თურქეთის საზღვარზე მდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი.