სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება

ჟენევაში მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე ხმაურით წარიმართა, მხარეები ერთმანეთს კეთილი ნების უქონლობაში ადანაშაულებენ.

დღეს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

მოლაპარაკებები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო, მხარეები ვერ თანხმდებოდნენ თუ ვის უნდა წარმოედგინა სირიის ოპოზიცია. მოლაპარაკებების მიზანი სირიის ხუთწლიანი სამოქალაქო ომის დასრულება და ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავლის პოვნაა.