სირიაში საავადმყოფოს ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს

ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ მაშველებმა სირიის ჩრდილოეთში დაბომბილი საავადმყოფოს ნანგრევებიდან 3 დაშავებული ადამიანი გადაარჩინეს.

ამ ჰუმანიტარულმა ჯგუფმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, საჰაერო დაბომბვის დროს საავადმყოფოში მისი 25 თანამშრომელი იმყოფებოდა. 11 დაღუპულს შორის ორგანიზაციის 5 თანამშრომელია, 5 პაციენტი და 1 ექიმი.

საავადმყოფოს დაბომბვაზე პასუხისმგებელი მხარე უცნობია. ამ ფაქტმა მწვავე ბრალდებები უკვე გამოიწვია.