„სინეტიკის“ თეატრი თბილისში

შემოგთავაზებთ ინტერვიუს პაატა ციქურიშვილთან
ორ თვეზე მეტი გავიდა რაც „სინეტიკის“ თეატრი თბილისიდან დაბრუნდა. აშშ-ში უკვე საკმაოდ ცნობილი დასი, რომლის შემოქმედებით ბირთვსაც ქართველი რეჟისორი პაატა ციქურიშვილი, ქორეოგრაფი და მსახიობი ირინა ციქურიშვილი, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი კოკი ლორთქიფანიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძე წარმოადგენენ, ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგა. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სინეტიკის თეატრმა გახმაურებული სპექტაკლი „ სტუმარ მასპინძელი’ და ასევე გასული წლის ამერიკული თეატრალური პრემიის ჰელენ ჰეიზის 15 ნომინაციის და 4 პრემიის ლაურეატი „ მეფე ლირი“ წარადგინა. შემოგთავაზებთ ინტერვიუს „სინეტიკის“ თეატრის დამფუძნებელთან და მთავარ რეჟისორთან პაატა ციქურიშვილთან.
მოისმინეთ ინტერვიუს აუდიო ვერსია:

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ პაატა ციქურიშვილთან