სუპერ-ხე ლითონივით მყარი და შედარებით იაფია
Your browser doesn’t support HTML5
ახალ მასალას სუპერ-ხე შეარქვეს. ის ბუნებრივ ხეზე მტკიცეა, ფოლადთან შედარებით კი ბევრად მსუბუქი და იაფი. ეს არ არის ნანო-პოლიმერი, ან აქამდე უცნობი სახეობის ალუმინი - ახალი მასალა ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხის გადამუშავებით მიიღება.