უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ახლო მომავალში არ ელიან

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე უკრაინიდან დაბრუნდა და ამბობს, რომ ბრძოლების დასრულების შემდეგ, მარიუპოლი შოკისმომგვრელი ქალაქი იქნება. ის უახლოეს მომავალში უკრაინა-რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მოელის. რუსეთის აგრესიის ფონზე ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობენ.