მექსიკის ყურე ტროპიკული ქარიშხლისთვის ემზადება

სინოპტიკოსები ლუიზიანაში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მათი მიმართულებით ძლიერი ქარიშხალი მიდის. ტროპიკული შტორმი "ბერი" მექსიკის ყურეში ბობოქრობს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალურ სააგენტოებს დახმარებისა და თანხების გამოყოფის დირექტივა მისცა, სტიქიის შედეგებისთვის თავის გასართმევად და მოსახლეობის დასახმარებლად.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ ბერი პირველი კატეგორიის შტორმია, რომელიც ლუიზიანის ნაპირებს პარასკევ ღამეს, ან შაბათ დილას დაატყდება.