კიევს არა თეთრი დროშები, არამედ შეიარაღება სჭირდება - სტოლტენბერგი

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინაში თეთრი დროშის საჭიროებაზე რომის პაპის კომენტარს, ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. 11 მარტს ნატოში შვედეთის დროშა აღმართეს, რაც დასავლეთში ფართოდ აღიქმება, როგორც უკრაინაში რუსეთის ომის კიდევ ერთი შედეგი: უსაფრთხოების რისკების გადაფასების ფონზე, ალიანსი ევროპაში კიდევ უფრო გაფართოვდა.